რომან გოცირიძე: რატომ არ იხსნება საველე ჰოსპიტლები, რატომ არ იყენებენ სპორტის სასახლეს, ან სხვა დიდ სივრცეებს, ავადმყოფების მისაღებად?!

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე კორონავირუსის გამო ადამიანების სიკვდილიანობის გაზრდას ხელისუფლების პროპაგანდას უკავშირებს და ბოლო კვირების სტატისტიკაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველო მსოფლიო ლიდერია სხვა ორიოდე ქვეყანასთან ერთად ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის მხრივ.

“კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა მხოლოდ ერთ დღეში და თითქოს არაფერი მომხდარა. შევეგუეთ. რომელი ჭკუადამჯდარი ადამიანი დაიჯერებდა ხელისუფლების პროპაგანდას, რომ ღატაკი, უმართავი ( ანუ არაფორმალურად მართული) ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე წარმატებით უმკლავდებოდა პანდემიას. ბოლო კვირეების სტატისტიკით მსოფლიო ლიდერები ვართ სხვა ორიოდე ქვეყანასთან ერთად ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის მხრივ. როცა გვესმის, რომ საავადმყოფოში ადგილი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ”გაგებით მოვეკიდოთ” ასეულობით ადამიანის დაღუპვას. რატომ არ იხსნება საველე ჰოსპიტლები, რატომ არ იყენებენ სპორტის სასახლეს ან სხვა დიდ სივრცეებს, ავადმყოფების მისაღებად. ხომ გვინახავს მსგავსი რამ სხვა ქვეყნებში?! შევთანხმდით, რომ ეფექტიანი მთავრობა არა გვყავს. ჩვენ მაინც მივხედოთ ჩვენს თავს, როგორც შეგვიძლია. რა ქორწილი და ძეობები, ქელეხები და წირვები. ნიღაბი მაინც გავიკეთოთ ისე, რომ ცხვირს მაინც ფარავდეს. მივინდომეთ შვედური მოდელი”, – წერს რომან გოცირიძე სოცალურ ქსელ Facebook- ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად