რომან გოცირიძე: რასაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური ჩადის, არის დანაშაული

ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე თავის Facebook გვერდზე წერს.

“უკვე ეროვნულმა ბანკმაც გამოაქვეყნა თავის გვერდზე წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2,4 პროცენტის ოდენობით, ანუ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაყალბებული მონაცემი. ამ სიყალბეზე თვალის დახუჭვა ეროვნულ ბანკსაც აწყობს, რადგან ის არის პასუხისმგებელი ფასების სტაბილურობაზე და სიამაყით იტყვის, რომ 2020 წელს ქვეყანაში ინფლაცია ფაქტობრივად არ ყოფილა.

რასაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური ჩადის, არის დანაშაული. ქვეყანაში ნორმალური პარლამენტი რომ იყოს, მომენტალურად უნდა ყოფილიყო ეს თაღლითობა შესწავლილი და შესაბამისი ზომები მიღებული.

ერთია, რომ ამით დამახინჯებულ სიგნალებს აძლევ ეკონომიკას, მეორეა, გვერდს უვლი, ფაქტობრივად, არღვევ კანონსაც. მაგ. კანონით, პენსია უნდა იზრდებოდეს ინფლაციის ოდენობით. აქვეა ჩანაწერი, რომ პენსია უნდა გაიზარდოს არანაკლებ 20 ლარისა, რაც წელს, შესაძლოა, ეს ჩანაწერი აზღვევდეს გაყალბებული სტატისტიკით გამოწვეულ დანაკლისს. თუმცა, თუ წლიური ინფლაცია 9 პროცენტზე მეტი იქნებოდა, მაშინ პენსიის რეალური ზრდაც მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ოცი ლარით.

უკვე მეოთხედ მიწევს ამაზე წერა, მაგრამ როგორც ჩანს, ექსპერტებს( ბრჭყალებში) და არა მარტო მათ, ის უფრო აღელვებთ, თბილისში საახალწლო განათებაში ორასი თუ სამასი ათასი ლარი დაიხარჯა( რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს საბჭოს ორი წევრის ხელფასია), თუ ასე თავხედურად ატყუებენ მილიონობით ჩვენს მოქალაქეს და ბიზნესსუბიექტებს”, – წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად