რომან გოცირიძე: რა მოხდება, ქართული ენის პალატაა თუ რა ქვია, რომ გაუქმდეს?

ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წერვი, რომან გოცირიძე წერს.

“გუშინ წავიკითხე მყვირალა სათაური, რა მოხდებოდა, მესი და რონალდუ ერთ გუნდში რომ თამაშობდნენ? რადგან ამის ალბათობა თითქმის ნულია, შინაარსით არ დავინტერესებულვარ.
მე უფრო მიწიერ შეკითხვას დაგისვამთ, რა მოხდება, ქართული ენის პალატაა თუ რა ქვია, რომ გაუქმდეს?
ეს რიტორიკული კითხვა მებადება ხოლმე.
დღევანდელი რიტორიკულობის მიზეზი გახდა იმის გაცნობიერება, რომ სადაც უნდა ითქვას ეფექტიანი, ასიდან 99 შემთხვევაში ამბობენ ეფექტურს, მათ შორის ოფიციალურ დოკუმენტებში.
მარტო ეს რომ იყოს რა მიჭირს, ფაქტიურ-ფაქტობრივი და უამრავი სხვა ისე ხვდება ყურს, რომ სულ ამ ენის პალატისა და მისი დამფინანსებლების გინება ამეკვიატება ხოლმე და ერთი წლის თავზე მორიგ პოსტად ამოხეთქავს.
ისე, მართლა, გუშინ თბილისის დინამომ ალბანურ ”ჭ” კლასის გუნდთან წააგო საკუთარ მოედანზე. რა მოხდებოდა მესი და რონალდუ დინამოში რომ თამაშობდნენ ერთად?” – წერს რომან გოცირიძე.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად