რომან გოცირიძე: ყველაზე უსაქმური სამინისტრო არის ინფრასტრუქტურის სამინისტრო

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის მოსაზრებით, საჭიროა, სამინისტროების კიდევ უფრო შემცირება და განათლების სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფას რაციონალური მიზეზი არ გააჩნია.

ამასთა, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ დღეს ყველაზე უსაქმური სამინისტრო არის ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მისი ცენტრალური რგოლი გასაუქმებელია.

“სამინისტროების ზრდა კი არ არის საჭირო, არამედ კიდევ უფრო შემცირება. დღეს ყველაზე უსაქმური სამინისტრო არის ინფრასტრუქტურის სამინისტრო. მისი ცენტრალური რგოლი უნდა გაუქმდეს და მასში შემავალი უწყებები უნდა შეუერთდეს ეკონომიკის სამინისტროს.
განათლებიდან კულტურის გამოყოფა ვიღაცისთვის პოსტის შექმნით შეიძლება აიხსნას და მას სხვა რაიმე რაციონალური მიზეზი არა აქვს.
ასეთ ჭრა-კერვას მორალური კუთხითაც უნდა შევხედოთ: ამ უმძიმეს ვითარებაში დამატებითი ხარჯების გაწევა ჩინოვნიკების ფუფუნებაზე და კომფორტზე უზნეობაა”- წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში.

კომენტარები
იტვირთება...