A1 ბანერი

რომან გოცირიძე: ყოველწლიურად იცვლებიან მინისტრები, სასიკეთოდ არაფერი იცვლება

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში, თავის ფეისბუქზე წერს.

გოცირიძე აღნიშნავს, რომ მთავრობაში არ არიან ეკონომისტები და არც პოლიტიკოსები, რის გამოც, მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკაში და პოლიტიკაში “საქმე ცუდადაა”.

“საქართველოს მთავრობაში არ არის არცერთი ეკონომისტი და არცერთი პოლიტიკოსი. ამიტომაა საქმე ცუდად ეკონომიკაშიც და პოლიტიკაშიც.

პარლამენტში შემოვიდა კანონპროექტი. მიმდინარე წლის აბურდულ-დაბრდულ ბიუჯეტს ამცირებენ რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ოდენობით. ვერ მივიღებთ ორ გრანტს და ერთ დიდ უცხოურ კრედიტს ინფრასტრუქტურული მშენებლობისათვის.

ასე ხდება ყოველწლიურად – იცვლებიან მინისტრები, სასიკეთოდ არ იცვლება არაფერი.” – წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...