რომან გოცირიძე: „ქართული ოცნების“ მზის ჩასვენება უკვე დაიწყო

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ერთხელ მაინც უნდა შეიქმნას კოალიციური ხელისუფლება,  სადაც არ იქნება ადვილი შეთანხმება, მაგრამ არ იქნება არასდროს ხელისუფლების უზურპირების პირობები.

„ქართული ოცნება“ მიდის დასალიერში. ჩვენ ამ 8-წლიანი წარუმატებელი, მათ შორის ეკონომიკურად გამაღატაკებელი ხელისუფლების ცვლილების პირას ვიმყოებით. მალე არჩევნებია და ჩვენ უნდა ვისწავლოთ, ერთხელ მაინც უნდა ვიცხოვროთ განსხვავებულობის ერთიანობაში, ანუ კოალიციური ხელისუფლება შევქმნათ, სადაც არ იქნება ადვილი შეთანხმება, მაგრამ არ იქნება არასდროს ხელისუფლების უზურპირების პირობები“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად