რომან გოცირიძე: ქართული ბიზნესი არის დატერორებული!

“როცა TBC-ის ამ გაუკეთებენ, სხვა ბიზნესი გრძნობს რომ ჭიაღუები არინ ხელისუფლების წინაშე” – განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან.

„არ გაინტერესებთ ერთი რამ, არცერთი ქართველი ბიზნესმენი ხმას რმ არ იღებს ფადი ასლის გარდა?“- ასე მიმართა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს, პარლამენტში.

„ქართული ბიზნესი ისე თავისუფლად სუნთქავს, რომ ზედმეტმა ჟანგბადმა დაახრჩო. ხომ იცით, როდესაც მანქანას ზედმეტი ჰაერი მიეწოდება, მანქანა ქრება.

იციან თქმა აი თავისუფლად სუნთქავსო. აი თავისუფალმა სუნთქვამ რა უყო ქართულ ბიზნესს. მივმართავ ხელისუფლებას, არ გინდათ ეს ძალიან ზედმეტი თავისუფლება ბიზნესისა.

ქართული ბიზნესი არის დატერორებული. ნუთუ, საქართველოში არ არსებობს ერთი წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ თიბისი ბანკთან დაკავშირებული მოვლენა, ეს არის ბიზნესის განადგურების მოვლება და ზოგადად ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის მოსპობა. მხოლოდ ფადი ასლი რატომ ლაპარაკობს? იმიტომ ლაპარაკობს რომ უცხოელია. აქვს უცხოური პასპორტი და ძნელად თუ მოექცევა ხელისუფლების რეპრესიის ქვეშ. დანარჩენი ბიზნესი, ყველა დაშინებულია. შიძლება თანავუგრძნო მათ, შეიძლება მართლაც არ უნდათ საკუთარი ბიზნესის რისკის ქვეს დაყენება.

როდესაც „თიბისის“ გაუკეთებენ ამას, ხაზარაძეს რომელსაც სხვა კაპიტალიც გააჩნია, ყველა სხვა გრძნობს რომ ისინი არიან ჭიაღუები ხელისუფლების წინაშე, დააბიჯებენ დ გასრესენ. აი ეს რეალობაა. მართლაც ასე რომ არ მოხდეს, კეთილი ინებონ და გამოუცხადონ სოლიდარობა იმ ადამიანებს, რომელთა რეპრესიები უმძიმესად აისახება ქვეყნის ფინანსურ სისტემაზე და ანაკლიის სტრატეგიული პროექტის განვითარებაზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები
იტვირთება...