რომან გოცირიძე: პირბადის ტარების მოთხოვნა გააუქმა მთავრობამ – ველოდებით, იტყვიან თუ არა, რომ მთავრობაა დამნაშავე შექმნილ ვითარებაზე

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება, რაშიც პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.

“2600 კოვიდინფირებული დღეში და მასობრივი თავშეყრის დროსაც კი პირბადის ტარების მოთხოვნა გააუქმა მთავრობამ. ვინმე თუ ახსნის, რა მიზანს ემსახურებოდა ეს უგუნური გადაწყვეტილება.
სამთავრობო ექიმები მოგვიწოდებენ, ხუთ ადამიანზე მეტი თუ შეიკრიბებით ღია სივრცეში, ნიღაბი გაიკეთეთო. ჩვენ რას მოგვიწოდებ, წადი და მთავრობას მოუწოდე, მაგრამ ამას როგორ გააკეთებენ. ველოდებით, იტყვიან თუ არა, რომ მთავრობაა დამნაშავე შექმნილ ვითარებაზე. აცრაზე არაფერს ვამბობ”, -წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 36 375 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 880 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.19 %.

კომენტარები
იტვირთება...