რომან გოცირიძე: “ოცნების” მესაფლავე გაეროს ბავშვთა ფონდი გამოდგა

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” მესაფლავე გაეროს ბავშვთა გონდი გამოდგა. ეს განცხადება დეპუტატმა გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” გააკეთა.

„გაეროს ბავშვთა ფონდი გამოდგა ამათი მესაფლავე. კვირიკაშვილი სულ სხვა მიზნებისთვის მოხსნეს და მერე ვნახეთ, რა უყვეს ანაკლიას. ბევრი სხვა მიზეზით მოხსნეს, მათ შორის ამერიკული კომპანიის საქართველოში შემოყვანის გამო. ივანიშვილმა ვერ გაიგო მდივნის განცხადება. კვირიკაშვილის მოხსნის საბაბი იმდენად აუხსნელი იყო და ისე აქებდა მანამდე, რომ მან ძალიან დამაზიანებელი ფაქტორი გამოიყენა, მოახდინა ოცნების საქმიანობის ლუსტრაცია.

პენსიონერთა სიღარიბეც გაიზარდა, მოსახლეობის სიღარიბეც გაიზარდა. 221 ათასი ბავშვი შიმშილობს – საქართველო რეგიონში ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან. კორონასთან კონტექსტში არავინ მიაქცია მაშინ ყურადღება. ახლა გვეუბნებიან, რომ უამრავი ბავშვი ცხოვრობს ერთ ოთახში, ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს. ეს ინფორმაცია მანამდეც იყო ალბათ, მაგრამ ახლა ვიგებთ – ოჯახებს წყალი არ აქვთ, რომ ხელები დაიბანონ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად