რომან გოცირიძე: ოქტომბერში არ იქნება “ოცნების” ხელისუფლება – იქნება კოალიციური მთავრობა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძროაბის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიასთან მთავარი კითხვა იქნება – რატომ იზრდება საქართველოში სიღარიბე?

გოცირიძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ოქტომბრის თვეში ჩატარდება, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ აღარ იქნება მმართველი გუნდი და ქვეყნის მმართველობას კოალიციური მთავრობა ჩაუდგება სათავეში.

” 2 დღის შემდეგ კვლავ მიდის პრემიერი პარლამენტში, ვერცერთ კითხვაზე ვერ გასცა პასუხი. ვერ გვიპასუხა რატომ არის რეგიონში ყველაზე მეტად დაზიანებული საქართველოს ეკონომიკა.

რატომ არის საქართველო ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც არ გაუწია საკუთარ მოქალაქეებს არცერთი თეთრის ოდენობით, პირდაპირი ფულადი დახმარება.

მუხედავად დაპირებებისა და მრავალი განცხადებებისა, რატომ არის ანტიკრიზისული პროგრამის არცერთი ნაწილი, მათ შორის ეკონომიკური ნაწილი დღემდე არ არის დაწყებული?

რატომ ხდება, რომ მთავრობა ყოველ საკუთარ პრეზენტაციას ამთავრებს სიცრუით. გუშინ ერთერთი სიცრუე მოვისმინეთ, თურმე მშენებლობებს აპირებს საქათველოში ძალიან დიდი მასშტაბით. სინამდვილეში ეს იყო საკუთარი სამშენებლო კომპანიებისთვის ჩვენი ჯიბიდან, კორუფციული სქემით ფულის გადაცემის მექანიზმი, ვერ მივიღეთ პასუხი იმის თაობაზე, რომ რატომ არის საქართველო ყველაზე მშიერი ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, არ არსებობს რეგიონში არცერთი სახელმწიფო რომელიც შიმშილით რეიტინგით იყოს ჩვენზე უარეს ადგილას.

რატომ არი, რომ საქართველო რეგიონში არის ყველაზე განუვითარებელი ქვეყანა ინტერნეტიზაციის კუთხით, რაც გავლენას ახდენს განათლებაზე, ბანკების ზრდაზე, ბიზნესზე, ევროპაში ვართ ბოლო ადგილზე, სომხეთი და მოლდოვაც კი გვისწრებს.
რატომ არის სულ ბოლო გამოქვეყნებული რეიტინგით საქართველო ყველაზე სარისკო ქვეყანა „კოვიდ“ ინფექციის პერიოდში ეკონომიკური მოწყვლადობის და ეკონომიკური რისკის ზრდის მიხედვით. პასუხი მარტივია – ამ 8 წლის განმავლობაში საქათველოს მთავრობამ დაანგრია და ჩამოშალა ეკონომიკა.

აწარმოებდა არასწორ საბიუჯეტო მონეტარულ პოლიტიკას, არ ჰყავდა მთავრობა, იყო ერთ არაფორმალურ მმართველზე დამოკიდებული მისი პირადი გუნდი, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკა მიიყვანა იმ საშინელ მდგომარეობდა, რასაც ახლა ვხედავთ. ამიტომ, ინტერპელაციის მთავრი კითხვა იქნება, რატომ იზრდება საქართველოში სიღარიბე და ანტიკრიზისული გეგმის გონივრული განუხორციელებლების შემდეგ, რატომ ხდება, რომ განსაკუთრებით მოიმატა ქვეყანაში პენსიონერთა და ბავშვთა სიღარიბემ, ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის გამო.

დროული ფინანსური გაუწევლობის გამო და საერთოდ, ოქტომბრამდე მიაღწევს თუ არა ქვეყანა აი ესეც კი საკითხავია. ოქტომბერში არ იქნება ეს ხელისუფლება და საბედნიეროდ არ მოგვიწევს ამ კითხვების დასმა ამ მთავრობისთვის, ოქტომბერში იქნება სხვა მთავრობა, იქნება კოალიციური მთავრობა და როგორ არაერთხელ გაგვიკეთებია და ამოგვიყვანია ქვეყნაა ეკონომიკური ჭაობიდან და წაგვიყვანია წინ, ამას გავიმეორებთ უფრო უკეთესად და უფრო დიდი ენერგიით“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს მოუსმენენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად