რომან გოცირიძე: “ნამახვანის” გაჩერება დიდი დარტყმაა ქვეყნისთვის – დღეს, რუსეთს ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეუძლია ჩააბნელოს მთელი ქვეყანა

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე “ნამახვანჰესის” პროექტის შეჩერებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პროექტის გაჩერება ქვეყნისთვის დიდი დარტყმაა, რადგან ენგურის შემდეგ სიდიდით მეორე ელექტროსადგური იყო რუსეთის ენერგეტიკული მარწუხებიდან თავის დაღწევის ყველაზე დიდი საშუალება.

“ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი, ხადორი (ეს უკანასკნელი ამათთან რა მოსატანია, მისი გარემოზე ზემოქმება ერთი დიდი წისქვილის ტოლფსია) და კიდევ ორმოცდაათზე მეტი პროექტი რომ შეჩერდა, რა თქმა უნდა, ამაში მთავრობაა დამნაშავე. სხვას ვერც ვერავის გადააბრალებს და ვერც ვერაფრით იმართლებს თავს.

რუსეთი, შვბნელი “მცველები”, რომლებმაც ჟურნალისტების დარბევაშიც მიიღეს მონაწილება, აგრესიული მღვდლები, მწვანე აქტივისტევი, “ახალი ინტელიგენციის” ნაწილი, პოპულისტი პილიტიკოსები და ასე შემდეგ, ამ პრობლემის ზედაპირული გამოვლინების ნაწილია. პრობლემის მთავარი არსი კი არაკომპეტენტური, კორუმპირებული და ძალაუფლების შენარჩუნებაზე დაგეშილი მმართველი პოლიტიკური ძალის ქმედებებში მდგომარეობს.

“ნამახვანის” გაჩერება დიდი დარტყმაა ქცეყნისათვის. ეს პროექტი ანკლია 2-ად იქცა. “ნამახვანი” იყო ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და პოლიტიკური დატვირთვის მქონე პროექტი. ენგურის შემდეგ სიდიდით მეორე ელექტროსადგური იყო რუსეთის ენერგეტიკული მარწუხებიდან თავის დაღწევის ყველაზე დიდი საშუალება.

დღეს, რუსეთს ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეუძლია ჩააბნელოს მთელი ქვეყანა. იმიტომ კი არა, რომ კატასტროფულად იზრდება რუსეთიდან და სხვა ქვეყბებიდან ელექტროენერგიის იმპორტი, არამედ იმიტომ, რომ ენგურის ჰოდროელექტოსადგურში დენის გამომუშავება მთლიანად მათ კონტროლქვეშაა (ოკუპირებულ გალის რაიონში). ტანკებზე უფრო ძლიერ ამ ძალას რუსეთი როცა უნდა მაშინ გამოიყენებს.
უმწიფარი საზოგადოების ნოშანია, როცა ვერ კეთდება ის, რაც ქვეყნისათვის სასოციცხოდ მნიშვნელოვანია.” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები
იტვირთება...