რომან გოცირიძე: ნამახვანჰესის ინვესტორი გაიქცა -ყველა, ვინც ამას შეუწყო ხელი, არის ან უნებლიე მტერი, ან ვარლამი!

გიხაროდენ! ნამახვანჰესის ინვესტორი გაიქცა. ყველა, ვინც ამას შეუწყო ხელი, არის ან უნებლიე მტერი, ან ვარლამი! – ასე ეხმაურება მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ნაცმოძრაობის წევრი რომან გოცირიძე „ნამახმანჰესის“ პროექტის ინვესტორი კომპანია ENKA-ს მიერ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილებას.

“მთავრობის ბრალია პირველ რიგში. ეთამაშებოდა ვარლამს და ვარლამისნაირებს. ჩამოიყვანა თბილისში და დადგა მიტინგი-სპექტაკლი. ვერ გადააბრალებს ამას ვერც “ინწილიგენციას”. – წერს რომან გოცირიძე “ფეისბუქში”.

 

ცნობისთვის, ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – 800 მილიონიანი დოლარის ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.

“ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები
იტვირთება...