რომან გოცირიძე: მთავრობამ ეროვნული ბანკი ხომ ამოიდო ფეხქვეშ, ახლა კომერციულ ბანკებსაც მიდგა

ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე თავის Facebook გვერდზე წერს.

“მთავრობამ ეროვნული ბანკი ხომ ამოიდო ფეხქვეშ, ახლა კომერციულ ბანკებსაც მიდგა. ვიღაცამ დაუწერა ტექსტი და ბანკები ნახევარი საათის ინტერვალში მადლობას უხდიან ეროვნულ ბანკს იმის გამო, რომ თუ მათ მიერ მოზიდული უცხოური ვალუტის 30 პროცენტის გასესხებას უკრძალავდა (ლარიზაციაო), ახლა 5 პროცენტით ნაკლებს გაგვიყინავსო.

2016 წელს სავალდებულო რეზერვების ნორმა 15 პროცენტი რომ იყო და ახლა 30 პროცენტია, მაშინ რატომ არ ამოიღეს ხმა? “თი ბი სიმ”, “საქართველოს ბანკმა”, “ლიბერთიმ” უნდა განუმარტოს თავის აქციონერებს, ვისი დავალებით მოხდა ამ “ტექსტი-სადღეგრძელოს” გავრცელება.” – წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად