რომან გოცირიძე: 4 თვეში დამთავრდება 8 წლიანი ოლიგარქიული ექსპერიმენტი

“ეს იყო წელიწადი, სადაც გახარია მოგვევლინა ჯალათად, მოეღება ამ მოვლენებს ბოლო ოთხ თვეში და დამთავრდება 8 წლიანი ოლიგარქიული ექსპერიმენტი”.

ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან მთავრობის მიერ გასულ წელს გაწეული საქმიანობისას განაცხადა და აღნიშნა, რომ  გასულ წელს იყო მცდელობა კიდევ ერთხელ შეებრუნებინათ საქართველო რუსული ორბიტისკენ.

“მთავრობის გასული წლის მუშაობის ანგარიში ნათლად აჩვენებს “ქართული ოცნების” ხელისუფლების ბუნებას, ეს არის ძალადობა, სისასტიკე, გორში დაარბიეს “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისი, ეს არის წელიწადი, როცა ჩამოიშალა ეკონომიკა, გაუფასურდა ლარი, გაიზარდა ფასები, გაღატაკდა მოსახლეობა, გრძელდებოდა პოლიტიკური დევნა და გვყავდა უამრავი პოლიტპატიმარი. ამ წელიწადს იყო მცდელობა საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ კოდევ ერთხელ შებრუნებისა და გასული წელი გამორჩეული იყო სისასტიკით, როცა აქ კიდევ ერთხელ დაარბიეს და სისხლი დაღვარეს ასეული ახალგაზრდის, რომელიც აპროტესტებდა რუსეთის გავლენის ზრდას საქართველოში. ეს იყო წელიწადი, სადაც გახარია მოგვევლინა ჯალათად და შემდეგ აქ დღეს მოგვევლინება როგორც მთავრობის თავმჯდომარედ. იყო უჩინარი პრემიერის ბახტაძის აბსოლუტურად წარუმატებელი წელიწადი და ცნობილი გახარიას წელიწადი, რომელმაც გააგრძელა “ქართული ოცნების” ტრადიცია, როცა ყოველი წელიწადი უარესი იყო წინაზე. მოეღება ამ მოვლენებს ბოლო ოთხ თვეში და დამთავრდება ეს 8 წლიანი ოლიგარქიული ექსპერიმენტი”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ანგარიშით წარდგება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად