რომან გოცირიძე: მივიღე ოფიციალური უარი სინდისის პატიმრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩევას ციხეში მონახულებაზე

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძარობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე საპატიმროში გარეჯის რუკის საქმეზე ბრალდებულების: ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩევას მოსანახულებლად არ შეუშვეს.

ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

“მივიღე ოფიციალური უარი სინდისის პატიმრების, ბატონი ივერი მელაშვილის და ქალბატონი ნატალია ილიჩევას ციხეში მონახულებაზე, რაც არის სადეპუტატო საქმიანობაში ხელის შეშლა. მიზეზად პანდემიას ასახელებენ. კვლავ მოვითხოვ საჭირო პროცედურების დაცვით( ვირუსზე სწრაფი ტესტირება და ა. შ) საპატიმროში შესვლას. მთელი საქართველო მათ გვერდით დგას და არავინ შეარჩენს ამ ხელისუფლებას უდანაშაულო ადამიანების პოლიტიკური მიზნით დევნას”-წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ: დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმად, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ სხვა ქვეყნებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილ იქნა გამოძიების წინაშე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად