რომან გოცირიძე: მიწებზე მორატორიუმი ეს არის მოსახლეობის ჩართვა საარჩევნო პროცესში

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებაზე მორატორიუმის გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავს.

მისი თქმით, ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით, წინასაარჩევნოდ მოსახლეობის გრძნობებზე "თამაშობს".

"ეს არის მოსახლეობის ჩართვა საარჩევნო პროცესში და მოსახლეობის გრძნობებზე თამაში. ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც არ წაადგება ქვეყანას, ეს არის ეკონომიკურად საზიანო და ავლენს ხელისუფლების სახეს", – განაცხადა რომან გოცირიძემ. 

ცნობისთვის, პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის თაობაზე მორატორიუმის გამოცხადებას მესამე მოსმენით მხარი გუშინ დაუჭირა.

კომენტარები
იტვირთება...