რომან გოცირიძე: 290 მილიონი ლარის გრანტის შეჩერებაზეა საუბარი – არც მოლდოვაში და უკრაინაში ეგონათ ოლიგარქებს, რომ ასე მოხდებოდა მაგრამ ხომ მოხდა?!

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე დანიშვნასთან დაკავშირებით, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში.

“ევროკავშირმა მთავრობისადმი სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ გააკეთა განცხადება, რაც გამოწვეულია მოსამართლეთა დანიშვნით შეთანხმების დარღვევასთან.
მიმდინარე წლის ბიუჯეტში ევროკავშირის გრანტი გათვალისწინებულია 290 მილიონი ლარის ოდენობით. ამის შეჩერებაზეა საუბარი.
გუშინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშიც სანქციები იყო ნახსენები.
საქმე იქითკენ მიდის, რომ ამ ხელისუფლებასთან საქმეს არავინ დაიჭერს და ივანიშვილისადმი პერსონალური სანქციის დაწესების მომსწრენიც გავხდებით.
არც მოლდოვაში და უკრაინაში ეგონათ ოლიგარქებს, რომ ასე მოხდებოდა მაგრამ ხომ მოხდა?!” – წერს რომან გოცირიძე Facebook – ში.

ევროკომისიის პრეს-სპიკერი უზენაესი სასამართლოს მოსამრთლეების დანიშვნაზე განცხადებას ავრცელებს და არ გამორიცხავს დახმარების მეორე ტრანშის შეჩერებას

კომენტარები
იტვირთება...