რომან გოცირიძე: მელიას ქალბატონი თავს დაესხა, კიდევ კარგი საათი ესროლა და არა ქოში

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, სამარცხვინოა, რომ “ქართული ოცნების” სახით პარლამენტში პროვოკაციები ხდება.

რომან გოცირიძე გუშინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

“ყველა კონფლიქტი რაც მოხდა, “ქართული ოცნების” ბრალი იყო. გუშინ ნიკა მელიას გამოსვლა მკაცრი, პრინციპულ, ხმამაღალ ტონალობაში იყო. პარლამენტი ამ მიმართულებით არაფერს ზღუდავს. ერთი დეპუტატი ფინიასავით შეუჩნდა, მეორე უკან ტურასავით მოეპარა და ხედავდით, ბრჭყალების ჩავლება როგორ უნდოდა და ვერ მოახერხა. თუ ჩანაწერებს ნახავთ, ნიკა მელია არის “ქართული ოცნების” თავდახმის მსხვერპლი. ადამიანი გამოდის, არ აცდიან. ერთი უყვირის, მეორე უბრახუნებს. საბოლოო ჯამში ქალბატონი თავს დაესხა და კიდევ კარგი საათი ესროლა და არა ქოში. მეორე დეპუტატს, რომელსაც თავი გმირი ჰგონია და მარჯანიშვილზე ამაყობს ქუჩაში დგომით, უკნიდან მიეპარა, როგორც ლომს ტურები მიეპარებიან ხოლმე”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად