რომან გოცირიძე: ლიტვასთვის სახელის ლიეტუვად გადარქმევა არის უგუნურობა

"ლიტვას ქართულად ერქვა ის, რაც ჰქვია ლიტვურად, ოღონდ იმ სახით, რომ უფრო ადვილი ყოფილიყო გამოსთქმელად ქართულად. მისი ლიეტუვად გადარქმევა არის უგუნურობა. ვერ მოიკიდებს ფეხს ცოცხალ გამოყენებაში", – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეა რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. 

შეგახსენებთ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ, ექსპერტთა კომისიის 11 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება – ლიეტუვა (Lietuva) დამკვიდრდა. რაც წარმოადგენს საპასუხო მეგობრულ ჟესტს მიმდინარე წლის 3 მაისს, ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის მიერ, ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრებაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად