რომან გოცირიძე: ლარი კი არ გამყარდა, არამედ კიდევ უფრო გაუფასურდა – ეს ეროვნული ბანკის დანაშაულია და არა შეცდომა

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას ეროვნული ბანის დანაშაულად მიიჩნევს.

“მოხდა ის, რაც წინა კვირას. ინტერვენციების შემდეგ ლარი კი არ გამყარდა, არამედ კიდევ უფრო გაუფასურდა. რაც ხდება, ეს ეროვნული ბანკის დანაშაულია და არა შეცდომა. გუშინ ორ მილიარდ ლარამდე კვლავ გასცა კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხები და მაინცდამაინც გუშინ გაყიდა 40 მილიონი დოლარი, რათა ბანკებს შეეძინათ იგი მისივე გაცემული ფულით. შედეგად ლარის მორიგი ვარდნაა”,  – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ღეს საღამოს, ლარის კურის კიდევ 0,3 მეასედი თეთრით გაუფასურდა და ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით 1 აშშ დოლარი  3.2897 ლარი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად