რომან გოცირიძე: ლარი ჩამოშალა მთავრობამ

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძარობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ ნასესხები ფულით პოლიტიკური მანიპულირება მძიმე დღეში ჩააგდებს ქვეყანას.

ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს:

“ლარი ჩამოშალა მთავრობამ. დროებით აჩერებს ეროვნული ბანკი ინტერვენციებით. საზღვარგარეთ აღებული სესხი შემოინახეს საარჩევნოდ და ერთბაშად მიაყარეს სექტემბრის დასაწყისში. ასე აპირებენ ოქტომბერშიც. მხოლოოდ 900 ათას ჩვიდმეტწლამდე ბავშვებისათვის გადაირიცხა თითქმის 200 მილიონი ლარი. 80 ათასამდე უსაბუთო თვითდასაქმებულებზე 24 მილიონი უნდა დაიხარჯოს. დიდი ნაწილი უკვე გაცემულია. ნასესხები ფულით პოლიტიკური მანიპულირება მძიმე დღეში ჩააგდებს ქვეყანას”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად