რომან გოცირიძე კობა გვენეტაძეს: “თიბისი ბანკის” საქმეში ვერ ხედავდით, რომ პოლიტიკური დევნის თანამონაწილე გაგხადეს?

საპარლამენტო  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიმართ  პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც  კობა გვენეტაძე 2019 წლის მუშოაბის ანგარიშით წარდგა, რომან გვენცაძემ  მთავრობის ქმედებებს ანაკლიის ღრმაწყოვან პორთან დაკავშირებით, დანაშაულებრივი უწოდა და განაცხადა და განმარტა, რომ კობა გვენეტაძემ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიმართ  პოლიტიკურ დევნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

„თქვენი პასუხისმგებლობა მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულში, რომელსაც ჰქვია ანაკლიის პროექტის ჩაძირვა, რომ მოიტყუეს მიწა არ გამოგვიყვიაო და ვიღაც საწყალი კაცი რომ მოხსნეს ფოთის გაფართოების გამო, მერე იმ ფოთს მიწაც გამოუყვეს და ახლა მთავრობამ კონკურსიც კი გამოაცხადა, რომ 1,2 მილიონ ლარს უხდიან საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას რომ ფოთის პორტის გაფართოების ღრმაწყლოვანი პროექტის ზედამხედველობა მოახდინოს. ანუ მთავრობა ფოთის პორტს, რომელიც არასდროს იქნება ღრმა, ღრმაწყლოვანს უწოდებს იმის გამო, რომ ანაკლია ჩაძიროს. ამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისა და თიბისი ბანკის“ მოვლენების განვითარების ერთ-ერთ ეპიცენტრში იყავით თქვენ, რომლის საბოლოო შედეგი გახსოვთ. ყველას ჰქონდა ილუზიები და ვამბობდი, რომ მკვდარია ანაკლიის პროექტი, სანამ ეს ხელისუფლება იქნება, არ განხორციელდება. მოკვდა ანაკლიის პროექტი. თქვენი როლი ამ ისტორიაში როგორია? თიბისი ბანკის კონტექსტში. ფულის გათეთრების ამბავში, თიბისი ბანკის ირგვლივ რაც განვითარდა. თქვენ ამ საკითხზე მაშინ დაგიბარეთ, არ მოხვედით და მთელი ამბები განვითარდა. თუ დამნაშავე იყვნენ და ფულს ათეთრებდნენ, ხაზარაძე და ჯაფარიძე ღამეებს ათენებდნენ სასამართლოში და შეწყდა ეს საკითხი. როგორ შეწყდა? მოსამართლემ გადაწყვიტა? ვინ დაურეკა? ვინ უბრძანა? თქვენ ვერ ხედავდით, რომ პოლიტიკური დევნის თანამონაწილე გაგხადეს? თქვენ გაქვთ სერიოზული როლი მიღებული ამ ანაკლიის თუ რაღაც სხვა მოტივებით „თიბისი ბანკის“ დევნაში“, – მიმართა რომან გოცირიძემ კობა გვენეტაძეს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად