რომან გოცირიძე: ხელისუფლება კონტროლს ამყარებს კომუნიკაციების სფეროზე

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მოითხოვს, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნას მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელსაც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი დღეს განიხილავს.

„ეს კანონპროექტი დაუყონებლივ უნდა იქნას მოხსნილი იმიტომ, რომ ეს არის წარმოუდგენელი რამ. ხელისუფლება კონტროლს ამყარებს კომუნიკაციების სფეროზე. ყურადღებას ამახვილებენ, მხოლოდ ტელევიზიების მიმართულებით და მედია თავისუფლებაზე. დაუყონებლივ უნდა იქნას ეს კანონი გაწვეული“, – განაცხადა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დოკუმენტის მიხედვით, მარეგულირებელ ორგანოს შესაძლებლობა ექნება, ორგანიზაციებში, მათ შორის ტელევიზიებში საკუთარი წარმომადგენელი დანიშნოს.

შეგახსენებთ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა – შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად