რომან გოცირიძე: ხაზარაძის პარტია წაიღებს იმ ხმებს, რომელიც დაკარგა ივანიშვილმა

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ მამუკა ხაზარაძის პარტია ომ ხმებს წაიღებს, რომელიც ივანიშვილმა დაკარგა.

ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“კარგია თუ ცუდი, მამუკა ხაზარაძის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების მიერ პარტიის შექმნა, უნდა შევაფასოთ შემდეგი კრიტერიუმით: ხაზარაძის პარტია წაიღებს იმ ხმებს, რომელიც დაკარგა ივანიშვილმა. თუ ამ ხმებს ხაზარაძე ჩააბრუნებს უკან, ივანიშვილის ყულაბაში, მაშინ ცუდია, თუ არა- კარგი.

როგორ მოიქცევა ეს პარტია, დღეს ვერავინ გაიგო. ამიტომ მოუწევს ყველა პარტიას წინასწარ თქვას ნათლად და ხმამაღლა- წითელი ხაზი, რომლის მიღმა დგას ივანიშვილ-ინაშვილის ალიანსი, გადაიკვეთება თუ არა.

ვინც იტყვის არას, ქვეყნის მხარესაა, ვინც იტყვის კის-რუსეთის.

აი,ასე მარტივადაა საქმე.

მე მგონია, რომ ხაზარაძის პარტია მალე (ალბათ, დამფუძნებელ ყრილობაზე), იტყვის, რომ არ დადგება არც ერთ შემთხვევაში ივანიშვილთან”-წერს რომან გოცირიძე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად