რომან გოცირიძე: კარგია, რომ ჰიბრიდული ომის ტოტალური შემოტევა ლუგარის ლაბორატორიაზე არ მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ რუსულმა პროპაგანდამ არ გაჭრა. 

ამის შესახებ,  რომან გოცირიძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ( IND) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

“კარგია, რომ რუსულმა დეზინფორმაციამ არ გაჭრა და ასეთი ჰიბრიდული ომის ტოტალური შემოტევა ლუგარის ლაბორატორიაზე არ მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ და თითქმის 70 % ამბობს, რომ დადებითი როლი ითამაშა ლუგარის ლაბორატორიამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. თავიდან რომ ავიცილოთ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, შეთქმულების თეორიებში რომ არ გადავვარდეთ, ამის ერთადერთი წყარო არის სწორი ინფორმაცია, განათლება და განათლება”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცბობისათვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ლუგარის ლაბორატორიამ, რომელიც დეზინფორმაციული შეტევის ხშირი ობიექტია, მოსახლეობის უმრავლესობისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა.

მოქალაქეების 66 % ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად