რომან გოცირიძე კალაძეზე: პოლიტიკაში ასეა – შეგეშლება, წინ დაგხვდება, თუ მაინც და მაინც პარკში უნდოდა, რაღა მთაწმინდა აირჩია?

“სანამ ეს ხელისუფლება და მისი წახალისებული შავ-ბნელები იქნებიან ქუჩებში, გადასაყრელი გაუხდება მისი ლამაზი და ძვირადღირებული მრავლფერადი შარვალ-კოსტუმ-ქუდებ-შარფები.”

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე თბილისის მერის, კახა კალაძის მისამართით, წერს, რომელიც შესაძლოა “ქართულმა ოცნებამ” დედაქაქის მერობის კანდიდატად ხელახლა დაასახელოს.

“პოლიტიკაში ასეა-შეგეშლება, წინ დაგხვდება.
დღეს უკვე ყველა მთაწმინდიდან გამოქანებულზე წერს.
თუ მაინც და მაინც პარკში უნდოდა, რაღა მთაწმინდა აირჩია?
პოლიტიკური ზიანი ხომ სახეზეა, მაგრამ დიდი მატერიალური ზარალიც რომ განიცადა ამ ბოლო დღეებში? სანამ ეს ხელისუფლება და მისი წახალისებული შავ-ბნელები იქნებიან ქუჩებში, გადასაყრელი გაუხდება მისი ლამაზი და ძვირადღირებული მრავლფერადი შარვალ-კოსტუმ-ქუდებ-შარფები. ჰა, ჰა, დღეს ბოტასების ჩაცმა გაბედოს ჩოხა-ახალუხზე.” -წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ: პარტია “ქართული ოცნება” 20 ივლისს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს.
ღონისძიება მთაწმინდის პარკში, 20 საათზე გაიმართება. ინტერნეტში გავრცელდა სტუმრის მოსაწვევი, თავად პარტიას კი მედია ჯერ არ მიუწვევია, მათ არც ოფიციალური ანონსი გაუვრცელებიათ.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მმართველი გუნდის კანდიდატი, თუმცა კულუარებში, კვლავ კახა კალაძეს ასახელებენ.

თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის პარალელურად, ჟურნალისტების აქცია ანონსდება. გარკვეული მედიასაშულებების წარმომადგენლები, მთაწმინდის პარკთან 19:30 საათზე შეიკრიბებიან.

ჟურნალისტები 5 ივლისს მომხდარ ძალადობას აპროტესტებენ და პრემიერთან ერთად, შსს მინისტრის გადადგომას ითხოვენ

კომენტარები
იტვირთება...