რომან გოცირიძე: ივანიშვილს და ზურაბიშვილის მოუწევთ გიორგი რურუას შეწყალება

„არავინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს რურუას შეწყალებას, დაავალებს ივანიშვილი, შეიწყალებს, არ დავალებს, არ შეიწყალებს. ამას წყვეტს ივანიშვილი“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურო მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

“მოუწევს შეწყალება, იმიტომ რომ იქნება ძალიან სერიოზული სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, თუ კი საარჩევნო პროცესში ქვეყანაში კვლავ დარჩა პოლიტიკური პატიმრები“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს.

ცნობისთვის,  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა „მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვტილების შეუსრულებლობაში დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად