რომან გოცირიძე: ივანიშვილი ფონდიდან ფულის დახარჯვის უფლებას არავის არ აძლევს

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს თუ რა მოხდა 8 წლის წინ, როდესაც ქვეყანაში იყო სტიქია”-ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

მისი განცხადებით, ქართული ოცნების წევრები ბიძინა ივანიშვილის გარეშე ამ ფულს ვერ დახარჯავენ:

„დღეს ქართული ოცნება ასე იმართლებს თავს: ჩვენ საერთაშორისო ორგანიზიაციებიდან უნდა მოვიზიდოთ მილიარდნახევარი დოლარი, რაც ტყუილია და ახლა, 5 ივნისს შემოვა ბიუჯეტი და ვნახავთ, რომ იტყუებიან. ეს არის 5 მილიარდი ლარი თუ ეტაპობრივად შემოვა, შავი დღისთვის ფული შეიძლება გადაინახონ იმ გრანტებიდან, რომლების ევროკავშირიდან, ამერიკიდან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან შემოვა. დღეს გვჭირდება ჩვენ ფულის დახარჯვა. ბიზნესმა ეს სარეზერვოდ კი არ ჩარიცხა, ჩარიცხა იმისათვის, რომ დღეს გვერდში დადგომოდა გაჭირვებულ ადამიანებს, მაგრამ ძაღლის თავი იმაშია დამარხული, რომ ივანიშვილი არ აძლევს საკუთარი ფულის განკარგვის უფლებას. უკვე ეჭვი დგება მართლა სერიოზული ეს ფული მართლა ჩარიცხა თუ ოფშორებიდან გადმოურიცხა.

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს თუ რა მოხდა 8 წლის წინ, როდესაც ქვეყანაში იყო სტიქია, ივანიშვილმა 80 მილიონი გადარიცხა ბიუჯეტში და როგორც კი ხელისუფლებაში დაბრუნდა ეს 80 მილიონი მომენტალურად უკან დაიბრუნა. ივანიშვილის ნებართვის გარეშე ამ ფონდის ხარჯვა ტაბუდადებულია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად