რომან გოცირიძე: იმედია რურუას გამოუშვებენ, შესაძლოა არჩევნების შედეგის კანონიერებაც დადგეს კითხვის ქვეშ

საბოლოოდ შეიძლება ითქვას რომ ამ არჩევნების შედეგიც შეიძლება დადგეს კანონიერების თვალსაზრისით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, იმედი უნდა ვიქონიოთ რომ გიორგი რურუას გამოუშვებენ, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც წარმომადგენლობითი პალატისა და სენატის 10 წარმომადგენელი წერს, რომ საქართველოში არ არის სამართლიანი სახელმწიფო და მოხსენიებულია ანაკლიის პორტი, ეს უმძიმესი დოკუმენტია.

“ძალიან სერიოზული წყაროებიდან ვიცით, რომ ივანიშვილს ფინანსური და პერსონალური სანქციების შესახებ შემოუთვალეს, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოსადმი დახმარების შიშმა კი არ გააკეთებინა გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გამოშვება, არამედ მისი პერსონალური ქონების დაკარგვის რისკმა. მანამდე როცა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარმომადგენლობითი პალატისა და სენატის 10 წარმომადგენელი წერს, რომ საქართველოში არ არის სამართლიანი სახელმწიფო, ბიზნესის დევნაა და ოლიგარქი მართავს რუსეთის სასარგებლოდ და მოხსენიებულია პირდაპირი მაგალითი ანაკლიის პორტის ჩაძირვის სახით, ეს არის უმძიმესი დოკუმენტი რომელსაც მოჰყვება ფინანსური სანქციები.

იმედი გვაქვს იმის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მოხდება, შეიძლება ეს მოხდეს ჩვენ გარეშეც, რადგან თავად აცხადებენ რომ ყველა დაუჭერენ მხარს, მათ შორის ზოგიერთი ოპოზიციური სხვა პარტიაც და ეს იქნება ძალიან ცუდი, ვინაიდან თუ ჩვენ, “ევროპულმა საქართველომ” და “ლეიბორისტული პარტიის” ირგვლივ გაერთიანებულმა პარტიებმა არ ვაღიარეთ შეთანხმების მთლიანად შესრულება, მაშინ პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართულ ოცნებას”. ჩვენ უნდა ვთქვათ რომ “ქართულმა ოცნებამ” არა სანახევროდ შეასრულა დანაპირები, არამედ კვლავ მოატყუა ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები. საბოლოოდ შეიძლება ითქვას რომ ამ არჩევნების შედეგიც შეიძლება დადგეს კანონიერების თვალსაზრისით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, იმედი უნდა ვიქონიოთ რომ გიორგი რურუას გამოუშვებენ“,-განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად