რომან გოცირიძე: გუშინ პრეზიდენტმა პირველად დაიწუწუნა, ფეხებზე მიკიდებენო, ეროვნული ბანკის საბჭო კი პარალიზებულია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭო პარალიზებულია, წლებია დამოუკიდებელი წევრების (ფორმალურად მაინც) გარეშე ფუნქციონირებს და უმეტესობაში ეროვნული ბანკის აღმასრულებელი პირები არიან.

“გუშინ ქალბატონმა პრეზიდენტმა პირველად დაიწუწუნა, ფეხებზე მიკიდებენო. ორიოდე მაგალითიც მოიყვანა, თანაც ისეთები, მართლაც მის კომპეტენციას რომ განეკუთვნებოდა კონსტიტუციით. თურმე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს აკეთებენ 2024 წელს და ამის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამთო.

ფეხებზე დაკიდების ერთ, შეურაცმყოფელ ფაქტზე არაფერი უთქვამს- ორი წელია ეროვნული ბანკის საბჭო ბოლომდე არაა დაკომპლექტებული. ქალბატონი სალომეს მიერ წარდგენილი კანდიდატურები ჩააგდეს პარლამენტში( მე მხარი დავუჭირე). ახლა ოთხი თავისუფალი ადგილია და უკვე კულუარულად ცნობილია, თუ ვინ იქნებიან ისინი. ქალბატონმა სალომემ ჯერ არ იცის, ვის წარდგენას დაავალებს მთავრობა (ივანიშვილი). მალე გაიგებს.

ეროვნული ბანკის საბჭო კი პარალიზებულია. წლებია დამოუკიდებელი წევრების (ფორმალურად მაინც) გარეშე ფუნქციონირებს და უმეტესობაში ეროვნული ბანკის აღმასრულებელი პირები არიან”, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში Facebook.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...