რომან გოცირიძე: “გირგვლიანის საქმეზე” პასუხისმგებლობას მე ვერ ავიღებ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახე, საპარლამენტო სიის ათეულის წარმომადგენელი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პასუხისმგებლობას იმ 9 წელზე იღებს, როდესაც ხელისუფლებაში სააკაშვილის გუნდი იყო. ის ამბობს, რომ იზიარებს როგორც კოლექტიურ პასუხისმგებლობას, ასევე მორალურსაც.

ამის შესახებ რომან გოცირიძემ "აიპრესთან" ინტერვიუში ისაუბრა.

თუმცა, აქვე დასძენს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. მისი თქმით, „გირგვლიანის საქმეზე“ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ვინაიდან ის იყო კონკრეტული შემთხვევა, რომელსაც კონკრეტული შემსრულებლები ჰყავს.

იცით რა არის? "გირგვლიანის საქმე" კონკრეტული შემთხვევა იყო. კონკრეტული შემთხვევები იყო, რომელსაც ჰყავს კონკრეტული შემსრულებლები. კერძო შემთხვევაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვერავინ, მათ შორის ვერც მე.- განაცხადა რომან გოცირიძემ.

"აიპრესის" კითხვაზე, იღებს თუ არა პასუხსიმგებლობას ციხეში მომხდარ სისტემურ დანაშაულებზე, მათ შორის ე. წ "ცოცხების კადრებზე", რომან გოცირიძემ განაცხადა:

"რაც შეეხება „ცოცხების თემას“, იქ რა თქმა უნდა იყო დანაშაულის ფაქტებიც, მაგრამ მთლიანად ის მზადდებოდა, მრავალი წლის განმავლობაში იყო დამუშავებული“, – განუცხადა რომან გოცირიძემ „აიპრესს“.

ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად