რომან გოცირიძე: გიგი უგულავა ზუგდიდში თუ დააყანებს კანდიდატურას, “ნაცმოძრაობა” მხარს არ დაუჭერს

“ზოგადი პრინციპი ასეთია – თითქმის ყველგან რეგიონში ჩვენი კანდიდატურა გვეყოლება. ოპოზიცია თბილისში პარტნიორები ვართ და რეგიონებში კონკურენტები, ხოლო მომავალ კოალიციურ მთავრობაში ვართ ერთიანები” – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ “ევროპული საქართველო” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად გიგი უგულავას წარადგენს, მას ნაცმოძრაობის მხარდაჭრა არ ექნება.

“გიგი უგულავა ზუგდიდში თუ დააყანებს კანდიდატურას, გამორიცხულია მხარდაჭერა, რადგან ზუგდიდში ჩვენი კანდიდატურა გვეყოლება. ეს რეგიონი განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩევა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.

ჩვენი პრინციპული მიდგომაა, რომ როდესაც 120 მანდატი იქნება პროპორციული სიით, სადაც კი მაჟორიტარი არ გეყოლება, იქ აუცილებლად ზიანდება სია. ვეძებთ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან. შერჩევის პროცესი ადვილი არ არის. თუ ვანო მერაბიშვილი დააყენებს თავის კანდიდატურას, სადაც მას აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი, ამაში გასაკვირი არაფერი იქნება. გუნდს ჯერ რეგიონებთან დაკავშირებით მაჟორიტარი კანდიდატები განხილული არ ჰყავს” , – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად