რომან გოცირიძე გია ბარამიძეს: რომ გითხრათ, „ბურიდანის ვირი“ ან „ტროას ცხენი“ ხართო, პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოთ

“გია ბარამიძემ ბოდიშის მოხდისკენ მომიწოდა ლინკოლნის ციტატის გამოყენებისთვის – მას რომ ვუთხრა: ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით „ბურიდანის ვირი“ ან „ტროას ცხენი“, პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე თანაპარტიელის, გია ბარამიძის საპასუხოდ აცხადებს.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბარამიძემ საკუთარ თანაგუნდელებს – სალომე სამადაშვილსა და რომან გოცირიძეს მოუწოდა, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრაზე გაკეთებული შეფასებების გამო, მხარდამჭერებს ბოდიში მოუხადონ. მან აღნიშნა, რომ მხარდამჭერების უნამუსოებად, ლაჩრებად და ბრბოდ მოხსენიება კატეგორიულად მიუღებელია.

ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა Facebook-ის სკუთარ გვერდზე დაწერა, რომ “არ არსებობს არანაირი გარემოება, რომელიც ადამიანზე ძალადობას და მისი ღირსების შელახვას ამართლებს”. მანვე აღნიშნა, რომ “ადამიანზე უკნიდან მიპარვა და თავზე ნაგვის დაყრა არა გმირობა, არამედ ლაჩრობაა”. რაც შეეხება რომან გოცირიძეს, მან მომხდარს სამარცხვინო საქციელი უწოდა: “ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, თუნდაც არასწორი გადაწყვეტილების გამო, რაგინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი, არის ბოლშევიზმი”.

24 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ალტერნატივა“ წევრმა ირაკლი ფანგანმა აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა, რის გამოც სამართალდამცველებმა დააკავეს. ამ ფორმით მან ოპოზიციის სიით არჩეული დეპუტატის აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლა გააპროტესტა. ფანგანი 25 იანვარს გაათავისუფლეს, საქმეზე სასამართლო სხდომა კი 26 იანვარს არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად