გოცირიძე: “გავრილოვის სიაში” მოხვდებიან დეპუტატები და ის ხალხი, ვინც ქუჩაში დამარშაობენ

ე.წ. “გავრილოვის სიაში” მოხვდებიან არა მხოლოდ პრორუსი ქართველი დეპუტატები, არამედ ისინიც, ვინც ქუჩებში დამარშაობენ და პრორუსულ ლოზუნგებს ისვრიან. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ IPRESS-თან საუბრისას განაცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი პარტიის ინიციატივით მომზადებული დადგენილების პროექტი გათვლილია ახალ პარლამენტზე, სადაც “ქართული ოცნება” უმრავლესობაში აღარ იქნება.

“გავრილოვის სია” სერიოზული მნიშვნელობის პოლიტიკური მნიშვნელობის აქტია. ბუნებრივია, თუ საკუთარი თავის ამ სიაში შეყვანას უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დარეგისტრირდა პარლამენტში. მომავალი პარლამენტი ვალდებულია, რომ განიხილოს დოკუმენტი. ეს სია არ არის ერთჯერადი აქტი. როგორც კი, ხელისუფლება შეიცვლება და ჩამოყალიბდება ახალი პარლამენტი და თუ დღევანდელ მოვლენებს დავაკვირდებით, პარლამენტში “ქართულ ოცნებას” არავითარ შემთხვევაში არ ექნება უმრავლესობა, გამოდის, რომ დიდი ხიფათის ქვეშ უკვე დგანან ისინი” -განაცხადა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება ამ დოკუმენტის დღევანდელ დატვირთვას, რომან გოცირიძის თქმით, “გავრილოვის სია” გადაეგზავნება საელჩოებს.

“მასში მოხვდებიან, არა მხოლოდ დეპუტატები, არამედ ის ხალხი, ვინც ქუჩაში დადიან, დამარშაობენ, პრორუსულ ლოზუნგებს ისვრიან და დასავლეთს ეწინააღმდეგებიან. მერე იარონ მოსკოვში, ნოვოსიბრისკში. როგორც რუსეთს ვერ გასცნდნენ მთელი ცხოვრება იგორ გიორგაძე და ასლან აბაშიძე, ასე მოუწევს სიარული ძალიან ბევრს. მე-5 კოლონა წავიდეს და რუსეთში იაროს”- განაცხადა რომან გოცირიძემ. დასმული შეკითხვის საპასუხოდ, რომ უმრავლესობაში “ნაციონალური მოძრაობის” ინიცირებული “გავრილოვის სია” არის ტრადიციული, გებელსისეული პროპაგანდა, რომელსაც რამდენიმე წესი აქვს: რაც შეიძლება დიდი ტყუილი უნდა თქვა, ტყუილი ძალიან ხშირად უნდა გაიმეორო და სიმართლე გახდება, რაც შეიძლება მეტი შენი ჩადენილი დანაშაული დააბრალო სხვას, რომან გოცირიძემ უპასუხა: “გებელსის მატყუარებეც არიან და პინოქიოსიც.”

ცნობისათვის: “ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასების, მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენისა და „გავრილოვის სიის“ შედგენის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომას განსახილველად წარეგდინება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...