რომან გოცირიძე: „გავრილოვის ღამის“ ახალგაზრდებიდან უკვე ჩანს რამდენიმე კარგი პოლიტიკოსი

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე თავის Facebook გვერდზე წერს.

“ასაკი მენტალობაა და არა ფიზიკა.

პოლიტიკური ასაკიც მენტალობაა და არა კალენდარზე გამოსახული რიცხვები.

ერთ რამეში ვეთანხმები დავით ბერძენიშვილს, რომ დროა ახალგაზრდა თაობა გამოვიდეს პოლიტიკურ სარბიელზე. ეს ასავე საყვედურია ჩვენი თაობის მიმართ, რომელმაც მეტი ვერ შეძლო.

არ ვეთანხმები იმაში, რომ ძველებმა გვერდზე გაიწიონ და ახლებს დაუთმონ ადგილი. ახლებმა კონკურენციით უნდა აჯობონ ძველებს. “ახალ თაობად” პოლიტიკოსები ვერ დაინიშნებიან, ახალი თაობა იწრთობა რეალურ პოლიტიკურ პროცესში: წიგნთან, მასმედიაში, ქუჩაში. ამის კარგი მაგალითია “გავრილოვის ღამის” ახალგაზრდები, საიდანაც უკვე ჩანს რამდენიმე მომავალი კარგი პოლიტიკოსი.

გზას არავინ დაგითმობს. უნდა დაიმსახურო”, – წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...