რომან გოცირიძე: გარეჯის საკითხი გაამწვავა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მოსიარულე საფრთხეს ვუწოდებ

ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ  წინასაარჩევნოდ დავით გარეჯის “თემის შემოგდება ხდება“.

„ფაქტობრივად, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ღალატი ქვეყნის ინტერესების. არ დამთავრებულა დემარკაცია-დელიმიტარიზაციის პროცესი. გარეჯის საკითხი გაამწვავა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მოსიარულე საფრთხეს ვუწოდებ.

“გარეჯი არის ხელისუფლების სინდისზე. როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ამ თემით სპეკულირებას იწყებს, ეს უპასუხისმგებლობა კი არ არის, არამედ ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე წასვლა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. კერძოდ, ფულისა და ძალაუფლებისთვის. შეადარეთ, რა იყო იმ ხელისუფლებისთვის გარეჯში, ღია და თავისუფალი ტურისტებისთვის. მიდიოდა პროცესი, რომ ეს საკითხი ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ გადაწყვეტილიყო, მათ შორის საუბარი იყო ტერიტორიის გაცვლაზე. დღეს რა მივიღეთ? ჩაკეტილი გარეჯი, გამწვავებული ურთიერთობები. ტყუილია, თითქოს, ვიღაცამ გარეჯი ვიღაცას გადასცა. არ არის დელიმიტაციის პროცესი დასრულებული და პირიქით, მიდიოდა წინა ხელისუფლების დროსაც ხანგრძლივი პროცესი იმასთან დაკავშირებით, რომ დავით გარეჯი უდიდესი სულიერების მემკვიდრეობის ძეგლი ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიაზე იმ ფარგლებში, რომელიც არ იქნებოდა სადავო და ამის მექანიზმი იყო, ასევე ტერიტორიების გაცვლა მიღებული საერთაშორისო ნორმებით.

სად არის გარეჯი გადაცემული სხვისთვის, რომელ დოკუმენტში? ვინ მოაწერა ხელი? ეს არის ტყუილი. დემარკაციის პროცესი მიმდინარეობს. რვა წლის განმავლობაში პროცესი უკან წავიდა. შეადარეთ რვა წლის წინანდელი და დღევანდელი მდგომარეობა. სანატრებელია ის მდგომარეობა, როცა თავისუფლად გადაადგილდებოდნენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურა: უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად