რომან გოცირიძე გახარიაზე: უნდა დაჯდეს და თავიდან ბოლომდე მოყვეს, რა უყო ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიას

“გახარიამ პირველ რიგში თავი გადაირჩინა და მისთვის იდეალურ დროს უგანა ბიძინა ივანიშვილს. ამით ძალდობაც თავიდან აგვაცილა”.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცოროძე სოციალურ ქსელში წერს:

“არასერიოზულია მსჯელობა: გახარიას გუნდი, კვირიკაშვილის გუნდი და ასე შემდეგ. უბრალოდ, საპარლამენტო სიაში ჩაასმევინეს რამდენიმე დეპუტატი და მორჩა. აქედან ერთიც კი არ აღმოჩდა ( აღმოჩნდება) ჩამსმელის დამცველი. კიდევ უფრო არასერიოზულია გახარიას რაიმე პოლიტიკურ პერსპექტივაზე საუბარი.
გახარიას არ შემორჩა მეორე სისხლისღვრის რესურსი. გახარიამ პირველ რიგში თავი გადაირჩინა და მისთვის იდეალურ დროს უგანა ბიძინა ივანიშვილს. ამით ძალდობაც თავიდან აგვაცილა. ეს ჯერ კიდევ არა არის “ვიზა” მისი სამოქალაქო ლეგიტიმაციისა ( კვირიკაშვილის სტატუსით). იგი უნდა დაჯდეს და თავიდან ბოლომდე მოყვეს, რა უყო ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიას. ამით, ფაქტობრივად, ყველაფერს იტყვის”, – წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა და შემდეგ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის საქმე სასამართლოს გადაეცა, ნიკა მელიამ რამდენიმე დღე მხარდამჭერებთან და ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გაატარა.

მომდევნო დილით, სამართალდამცავები ნიკა მელიას დასაკავებლად სწორედ პარტიის ოფისში უნდა მისულიყვნენ, როცა გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და მიზეზად, მმართველ გუნდში ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა დაასახელა.

შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერის გადადგომის გამო, ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით გადაიდო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...