რომან გოცირიძე: გახარიას ყველგან საკუთარი კადრების დანერგვა უნდა

ასე აფასებს, საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, ლევან სურგულაძის მიერ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტის დატოვებას

“საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი არ იყო გახარიას კადრი, ის დანიშნული იყო ბახტაძის მიერ. ის ტოვებდა წესიერი ადამიანის შთაბეჭდილებას და არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი ნებით წავიდა, ვინაიდან არ ეთანხმებოდა იმ სავარაუდო ზეწოლას, რაც ხდებოდა, თუნდაც იგივე თანხის განთავსების სახით, ვინაიდან საპენსიო ფონდის მთელი რესურსები განთავსებულია კომერციულ ბანკებში და არც ვიცით, რომელ კომერციულ ბანკში რა რაოდენობითაა და რა პროცენტით, საიდუმლოებებით არის ეს მოცული.

არ არის გამორიცხული, რომ გახარია აგრძელებს თავის პოლიტიკას და ყველგან უნდა საკუთარი კადრების დანერგვა, რასაც უკვე ვხედავთ ასევე სხვა სფეროში,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად