რომან გოცირიძე: გახარიამ ახალი დანაშაული ჩაიდინა, ფაქტები დაამახინჯა და ივანიშვილს გადაეფარა

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ შს მინისტრის პროკურატურაში გამოკითხვა ემსახურებოდა მიზანს, რათა დაედასტურებინა, რომ “აქციის დარბევის” შესახებ ივანიშვილმა მომხდარიდან მეორე დილით გაიგო. 

ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“გახარიას პროკურატურაში სასწრაფოდ გამოკითხვა მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა მომხდარზე კომენტარი გააკეთა, ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს-დაედასტურებინა, რომ ივანიშვილმა აქციის დარბევის შესახებ მხოლოდ მეორე დილით გაიგო, ანუ, როგორც თვითონ ამბობს, ამ დროს ეძინა.

ამ ვერსიას რომ არავინ დაიჯერებს, გასაგებია, რადგან მტკნარი სიცრუეა.

ისე, მისი სასახლის ქვემოთ ბათქი-ბუთქი რომაა, ათი ათასი ადამიანი რაღაცას აპროტესტებს, ის კი ძილის ტრადიციულ გრაფიკს პედანტურად იცავს, უფრო აბსურდულია, ვიდრე იმის აღიარება, რომ ყველაფერი იცოდა და ყველაფერში მონაწილეობდა. გახარიამ ახალი დანაშაული ჩაიდინა, ფაქტები დაამახინჯა და ივანიშვილს გადაეფარა( იძულებული გახდა გადაფარებოდა). ეს წინ დახვდება” -წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...