რომან გოცირიძე: გახარია, ქობულია, თურნავა თავიდანვე მტრულად იყვნენ განწყობილი ანაკლიის პორტის მიმართ

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ივანიშვილმა მრავალი ხერხი გამოიყენა, ფოთის ახალი პორტის აშენების ”კეთილშობილური” იდეის ჩათვლით, რათა დაეკმაყოფილებინა რუსეთის ინტერესები, ხოლო  მინისტრები, მისი ამ დანაშაულის უსიტყვო შემსრულებლები იყვნენ.

ამის შესახებ რომან გოცირიძე სოცალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით,  ეკონომიკის მინისტრთან გუშინდელი დახურული შეხვედრისას ითქვა, რომ ფოთის ვითომ ღრმაწყლოვანი პორტის ააშენებას მთავრობა უჭერს მხარს და ამაში ინვესტორი 300 მილიონ დოლარს დახარჯავს.

“როცა მთავრობა ფოთის პორტის ინვესტორებს მიწას და ნებართვას აძლევს და ამით ანაკლიას აჩერებს, სავარაუდო ინვესტორებს აფრთხობს და არ უყენებს არავითარ პირობას, არც ვადებს ფოთის პორტის გაფართოების ( სინამდვილეში ახალი პორტის) აშენების მსურველებს, აქ უკვე ყველაფერი ნათელია. ჩემს კითხვაზე, რომ არ ააშენოს მაშინ რა შეიძლება მოხდეს, პასუხი იყო მარტივი- ”არაფერი, მათი რისკია”! ჯარიმაც კი არაა გათვალისწინებული.
არა და რას რისკავენ. სანამ ”მშენებლობას” დაიწყებენ წლები გავა, მერე ერთ ბულდოზერს დააყენებენ და იტყვიან ვაშენებთო და ასე გაგრძელდება ათი წელიწადი.

აშკარაა, რომ ივანიშვილმა მრავალი ხერხი გამოიყენა, ფოთის ახალი პორტის აშენების ”კეთილშობილური” იდეის ჩათვლით, რათა დაეკმაყოფილებინა რუსეთის ინტერესები. მინისტრები კი მისი ამ დანაშაულის უსიტყვო შემსრულებლები იყვნენ. სამი ეკონომიკის მინისტრი-გახარია, ქობულია, თურნავა თავიდანვე მტრულად იყო განწყობილი ანაკლიის მიმართ, კვირიკაშვილი კი პორტის გამო მოიცილეს თავიდან.

რაც შეეხება ანაკლიას-მომავალში ტენდერის გამოცხადება და მსგავსი დაპირებები მხოლოდ თვალის ასახვევად და დროის გასაწელად კეთდება. ელოდებიან არჩევნებს.

არ დამთავრდება ეს ამბები მათთვის კარგად” – წერს რომან გოცირიძე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად