რომან გოცირიძე: გადავარდა პრემიერი ქოცურ ფსიქოანალიზში – ე. წ. ეიჯიზმი დისკრიმანიის ერთ-ერთი ფორმაა და ამდენი უნდა ესმოდეს

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე 29 ოქტომბერს პარტიის წინასაარჩევნო აქციაზე ვახტანგ კიკაბიძის მიერ რუსულ ენაზე ნამღერ” თბილისო”-თან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის გამოთქმულ შეფასებას ეხმიანება.

“სამარცხვინო ფაქტია, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თავისი ბრიფინგის საკმაო ნაწილს უთმობს იმას, რომ ტექნიკურ პერსონალს შეეშალა ფონოგრამა და უკრაინელი მსმენელებისათვის განკუთვნილი ”თბილისო” ვახტანგ კიკაბიძემ იმღერა რუსულ ენაზე. ეს შეცდომა ქვეცნობიერის კარნახით მოხდაო. გადავარდა პრემიერი ქოცურ ფსიქოანალიზში. არანაკლებ სამარცხვინო იყო ასაკზე ხაზგასმა – რატომ აჰყავთ ხანდაზმული კაცი ტრიბუნაზეო.
გახარიას ავიწყდება, რომ ოთხ დღეში ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებია და ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც გამოკითხვებით ლიდერობს, საპრეზიდენტო ვადის ბოლოს ზუსტად იმდენი წლის იქნება, რამდენისაც ახლა არის ბატონი ვახტანგი, ხოლო მეორე კანდიდატი საკმაოდ მიუახლოვდება მის ასაკს.
ე. წ. ეიჯიზმი დისკრიმანიის ერთ-ერთი ფორმაა და ამდენი უნდა ესმოდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს”, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად