რომან გოცირიძე: გაჩნდა მამაკაცების ტიპი, რომლებსაც “უტყდებათ” პირბადის ტარება – პარლამენტშიც გვყვანან

“საბჭოთა საქართველოში ”ბლატნოი” ტიპებს ”ეგრეხებოდათ” ქოლგის ტარება. ეს მოვლენა ქურდული ტრადიციების გამოძახილი იყო, ჩვეულებრივ ქართველ მამაკაცებსაც უქმნიდა უხერხულობას და უმეტესობა ემორჩილებოდა ამ უგუნურ წესს. ეს დღემდე გრძელდება”, – ამის შესახებ საპარალამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციაურ ქელში წერს..

“ჩვენს ამჟამინდელ სინამდვილეში გაჩნდა ისეთი ტიპი მამაკაცებისა, რომლებსაც ”უტყდებათ” პირბადის ტარება ( არა მხოლოდ საქართველოში). მის გაკეთებას ურჩევნიათ, რომ სულელად გამოჩნდნენ-ამბობენ, კორონავირუსი არ არსებობსო.😄

ამერიკელი ფსიქოლოგები ამას იმით ხსნიან, რომ ასეთ მამაკაცებს ეშინიათ არ გამოჩნდნენ სუსტებად.

ასეთები პარლამენტშიც გვყვანან:))

ამით, ცნობიერად თუ არაცნობიერად, საკუთარ მამაკაცურობას უსვამენ ხაზს.

მასკულინური ნორმები ბევრ რამეში ვლინდება მზიურ საქართველოში, მაგრამ პირბადეც თუ დაემატებოდა, ამას ვინ იფიქრებდა? 😎” – წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად