რომან გოცირიძე: ერთი პირბადე ერთი პურის ფასია, ასეულ ათასობით ადამიანი მშიერი დარჩა

პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს პარლაემენტი მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებების პროექტი ბიუროს სხდომას დღეს წარედგინა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, მთავრობამ უნდა შეისყიდოს პირბადეები და დაურიგოს მოქალაქეებს.

„სანამ ჯარიმებამდე მივა საქმე, ჯერ სისტემა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ დისტანცია იყოს დაცული და თამაშის წესები შემუშავებული, ეს იქნება ტრანსპორტი, საზოგადოების თავშეყრის ადგილები და ა.შ. და გააჩნია შემდეგ დარღვევის სისრულესაც.

ბუნებრივია, ადმინისტრაციული ჯარიმა თუ არ იქნება, ამ ნიღაბს არავინ გაიკეთებს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ღირს ლარნახევარი.

ეს ღირს ერთი პურის ფასი და საქართველოში ასეულ ათასობით ადამიანი მშიერი დარჩა. უნდა შეისყიდოს პირბადეები და დაურიგოს იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს მისი შეძენის საშუალება“, – აღნიშნა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...