რომან გოცირიძე: ეროვნული ბანკი ტექნიკურადაც კი ვერ ართმევს თავს ინტერვენციებით მანიპულირებას

“ეროვნული ბანკი ასეულ მილიონობით დოლარებს ყიდის, ლარი კი უფასურდება”, – “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი რომან გოცირიძე ეროვნულ ბანკს ინტერვენციებით მანიპულირებაში ადანაშაულებს.

“რა ფულით ყიდულობენ კომერციული ბანკები ეროვნული ბანკის მიერ გასაყიდად გამოტანილ დოლარებს? ავიღოთ გუშინდელი მაგალითი: გამოიტანა ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 40 მილიონი დოლარი სავალუტო აუქციონზე. იმავე დღეს, ეროვნული ბანკი

აძლევს კომერციულ ბანკებს ე. წ. რეფინანსირების სესხს ლარებში. ამ ფულით კომერციული ბანკები ყიდულობენ ეროვნული ბანკიდან დოლარებს, ანუ ეროვნულმა ბანკმა საკუთარი ლარით იყიდა საკუთარი დოლარი.
დღეს კვლავ იქნება ლარის გაუფასურების რისკი, რადგან ლარის მასა იგივეა, ხოლო ნაყიდ ვალუტას ბანკები შემოინახავენ ან ძვირად გაყიდიან არასახარბიელო პროგნოზების გამო.

ეროვნული ბანკი ტექნიკურადაც კი ვერ ართმევს თავს ინტერვენციებით მანიპულირებას. მუდამ რომ აგვიანებს, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია”, – წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად