რომან გოცირიძე: „ენმ“ ბოიკოტის რეჟიმში რჩება – ამ მდგომარეობაში „ქართულმა ოცნებამ“ ჩაგვაგდო, რადგან ჩვენზე უკეთ პარლამენტში მუშაობა არავინ იცის

“სამწუხაროდ, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ბოიკოტი არის ხელისუფლების იძულებითი ზომა. მათ შორის, ამას დამატებული საპროტესტო აქციები”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საპარტალემნტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, თუმცა საარჩევნო ბარიერის შემცირების მიზნით ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში მონაწილეობას მიიღებს.

„ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას მონაწილეობას მივიღებთ, რომელიც ეხება, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებებს. პროექტი პირველი მოსმენით მიღებულია და ახლა ამ საკითხზე შეფარვითი რევიზია დაიწყეს. სამწუხაროდ, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ბოიკოტი არის ხელისუფლების იძულებითი ზომა. მათ შორის, ამას დამატებული საპროტესტო აქციები. სამწუხაროდ, ამ მდგომარეობაში „ქართულმა ოცნებამ“ ჩაგვაგდო, რადგან ჩვენზე უკეთ პარლამენტში მუშაობა არავინ იცის. მშვენივრად შეგვიძლია, კანონპროექტების შექმნა და ტრიბუნის გამოყენებაც, მაგრამ როცა არჩევნები ყალბდება, პროტესტის სხვა ფორმა რა უნდა იყოს, რაც ხელისუფლებას შეაგნებინებს, რომ არ შეიძლება, ადამიანს თავისუფალი არჩევანი წაართვა და ის აარჩევინო, ვინც თავად არ უნდათ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები
იტვირთება...