რომან გოცირიძე: ემიგრაცია რუსეთისთვის ჰიბრიდული ომის ნაწილია

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომენ გოცირიძის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილი ჰქონდათ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, რომ არა გავრილოვის ინციდენტი, იგივეს ემსახურება, რა პოლიტიკასაც ისინი სომხეთთან დაკავშირებით აწარმოებენ.

ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სტატუსი წერს:

“სომხეთი, ისევე როგორც საქართველო, იცლება ხალხისგან. თუ ქართველები ბოლო წლებში ევროპაში რჩებიან, სომხები ძირითადად რუსეთში მიდიან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის არსებობის გამო. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შარშანდელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა რუსეთში ემიგრირებულ სომეხთა რიცხვი. ეს ფაქტორი კიდევ უფრო აღრმავებს სომხეთის რუსეთთან მიბმულობას, რომელსაც არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ კულტურულ-პოლიტიკური შედეგები აქვს.

რუსეთის პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილი ჰქონდათ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, რომ არა გავრილოვის ინციდენტი, იგივეს ემსახურება, რა პოლიტიკასაც ისინი სომხეთთან დაკავშირებით აწარმოებენ. ვიზებს რუსეთი დიდი ხნის წინ გაგვიუქმებდა, რომ არა საქართველოს იმ მოქალაქეების (მათ შორის სირიაში და სხვა ცხელ წერტილებში ნაომარი) შესაძლო შესვლა რუსეთში, რომლებსაც საფრთხის შემცველად განიხილავენ. ქართული პასპორტი მიიღო ასევე ბევრმა უცხოელმა, მათ შორის რუსეთის ყოფილმა მოქალაქეებმა (ჩრდილოეთ კავკასიიდან) , რაც ასევე საფრთხედ აღიქმება რუსეთის მიერ.

როგორც ჩანს, აწონ-დაწონეს რა ყველაფერი, ჩათვალეს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებით მიღებული პოლიტიკური თუ სხვა სახის დადებითი ეფექტი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე შესაძლო რისკები.

ემიგრაცია(როგორც შეშვება, ასევე შევიწროება და გამოძევების მუქარა) რუსეთისთვის ჰიბრიდული ომის ნაწილია. ჩვენთვის რუსეთში დასაქმების სიკეთე ნაკლებ ნაკლებად შედეგიანია, ვიდრე რუსეთთან ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიბმულობის გაღრმავებით მოსალოდნელო ზიანი.

გავრილოვის ”ვიზიტი” ამ მხრივაც სასარგებლო აღმოჩნდა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად