რომან გოცირიძე: ელჩი, რომელიც ვაქცინას ვერ იშოვის, უნდა გაანთავისუფლო

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ლეტუვას მიერ საქართველოსთვის 15 ათასი ვაქცინის ჩუქების ფაქტს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანას და ამერიკა-კანადას ამდენივე რომ მოეცა ნახევარი მილიონი დოზა გვექნებოდა უკვე.

“პატარა ლიეტუვა 15 ათას ვაქცინას გვჩუქნის. ევროკავშირის ყველა ქვეყანას და ამერიკა-კანადას ამდენივე რომ მოეცა ნახევარი მილიონი დოზა გვექნებოდა უკვე.
ელჩი, რომელიც ვაქცინას ვერ იშოვის, უნდა გაანთავისუფლო.
ინვესტიციებზე ესენი არ მუშაობენ და რომ ჰკითხო, რას აკეთებთო, ერთი პასუხი აქვთ მხოლოდ-“არაღიარების პოლიტიკას” ვაწვებითო. სხვას თუ შეიძლება იაფფასიან თავისმართლებაში ჩაუთვალო, ევროპის ელჩებზე ეს არგუმენტიც არ მოქმედებს-ვინ უნდა აღიაროს?
მოკლედ ან საქმე, ან სახლში დაბრუნება კურორტებიდან” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ: ლიეტუვის მთავრობამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის კოვიდ 19-ის ვაქცინის 200,000 დოზა გამოყო, მათ შორის კი 15,000 საქართველოსთვის იქნება განკუთვნილი.

“მთავრობის მხრიდან დადასტურდა 200 000 დოზა ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ვიწყებთ უკრაინით – 100 ათასი ვაქცინა, საქართველოს 15 ათასი დოზა, მოლდოვას – 11 ათასი დოზა. პატარა ნაბიჯი ლიეტუვისგან. იმედია, ჩვენი პარტნიორები ევროპიდან სოლიდარობის აქტს შემოუერთდებიან”, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ტვიტერზე წერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...