რომან გოცირიძე: ელჩების ენა უნდა წავიკითხოთ არაელჩების ენით

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, კარლ ჰარცელის განცხადება, რომლითაც მან წუხილი გამოთქვა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმას უფრო დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდა, ოპოზიციისკენ არ არის მიმართული.

ამის შესახებ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს აშშ-ს საელჩოს განცხადებაში აღნიშნული შენიშვნების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო კოდექსში აუცილებელია დამატებითი ზომების შემოღება ამომრჩევლის შესაძლო დაშინების წინააღმდეგ და საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის.

“როდესაც ელჩები ამბობენ, რომ კარგი იყო, რომ ოპოზიციასაც მიეღო მასში მონაწილეობა, ეს არ ნიშნავს, რომ საყვედური ჩვენკენ არის. როდესაც ამბობენ, რომ ამ კოდექსმა ვერ გადაჭრა მთავარი პრობლემა, როგორიცაა მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, შანტაჟი, საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინირებული როლი, გასაჩივრების უფლების არარსებობა და ჩამოთვლილია ყველაფერი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კანონი რეალურად გაუარესებულია გაუმჯობესების ნაცვლად. ელჩების ენა უნდა წავიკითხოთ, ასე ვთქვათ, არაელჩების ენით”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის საელჩომ განცხადება მას შემდგ გამოაქვეყნა, რაც “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ბოიკოტის პირობებში საარჩევნო კოდექსში ცვლილბები დაამტკიცა.აშშ-ის საელჩო: გილოცავთ ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას, თუმცა ზოგიერთი ხარვეზი რჩება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად