რომან გოცირიძე: დარჩენილია გიორგი რურუას გათავისუფლება. ამის შემდეგ მივიღებთ მონაწილეობას ყველა პროცესში

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის მონაწილეობის გარეშე დაამტკიცებს, ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის და არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

რომან გოცირიძის თქმით, ისინი საკონსტიტუციო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ თუ გიორგი რურუა გათავისუფლდება.

„დარჩენილია ერთი პატარა ნაბიჯი – გიორგი რურუას გათავისუფლება. ამის შემდეგ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ყველა პროცესში, განხილვებში, მათ შორის საპარლამენტო განხილვებში, ასევე მივცემთ ხმას კენჭისყრისას. სანამ შეთანხმების ორივე ნაწილი არ შესრულდება, ჩვენ საკონსტიტიციო პროცესში არ მივიღებთ მონაწილეობას. თუკი ჩვენს გარეშე, ანუ 30- მდე ოპოზიციური პარტიის გარეშე იქნება მიღებული საკონსტუტუციო ცვლილებები, ესეც შექმნის სერიოზულ პრობლემას. ეს არ იქნება კონსტიტუციის საფუძველზე ჩატარებული არჩევნები, არ იქნება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები და ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თავად არჩევნების შედეგები. ამიტომ ველოდებით ხელისუფლების მხრიდან გონივრულ ნაბიჯს და ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად