რომან გოცირიძე: ჩინურმა ვაქცინამ რომ არ მიიღოს ჯანმოს აკრედიტაცია, შეძენის კრიტიკა ფინანსური არგუმენტით დაუშვებელია

“ასეთი განსაცდელი საუკუნეში ერთხელ თუ ემართება კაცობრიობას და როდის თუ არა ასეთ ვითარებაში უნდა გამოჩნდეს ადამიანების (მათ შორის პოლიტიკოსების თუ პარტიების) პაუხისმგებლობა და ვიწრო ინტერესებზე მაღლა ხალხის ინტერესების დაყენება”.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, სადაც ქვეყანაში 100 ათსი დოზა ჩინური ვაქცინა “სინოფარმის” ჩამოატანას ეხმაურება.

“ჩინური ვაქცინა შემოვიდა და კრიტიკამაც არ დააყოვნა მარჯვნიდან თუ მარცხნიდან.
ჯერ კიდევარ იყო ვაქცინა შექმნილი, როცა ზოგიერთმა ქვეყანამ წინასწარ იყიდა იგი და ასეულ მილიონობით დოლარის ოდენობის ფინანსური რისკი გასწია. გაამართლა ამ რისკმა.

ჩინეთმა ასი ათასი ცალი ვაქცინა გვაჩუქა და მეორე ასი ათასი ცალი ვიყიდეთ. რომც არ მიიღოს ამ ვაქცინებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაცია, მისი შეძენის კრიტიკა ფინანსური არგუმენტებით არასერიოზულია და დაუშვებელი. შარშან, ვაქცინის, ტესტების, სასუნთქი აპარატებისა და სხვა მოწყობილობების, კოვიდ-სასტუმროების გამართვის და უამრავი სხვა სახის სამედიცინო თუ არასამედიცინო საჭიროებისათვის მხოლოდ ევროკავშირმა ერთი მილიარდი ლარი გვაჩუქა. ჩინური ასი ათასი ვაქცინა რომც გადავყაროთ, ეს დანაკარგი წვეთია ზღვაში.

ჩინური ვაქცინის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენა კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყანაში ანტივაქსერულ განწყობილებას. გუშინ, 55 წლის ზემოთ მოქალაქეები დაშვებული იქნა აცრაზე სარეგისტრაციოდ. დიდი აქტივობა არც ახლა შეიმჩნევა. სხვათა შორის, ბევრი ადამიანი ჩინურ ვაქცინას ელოდება, რომელიც ძველი, “ტრადიციული” მეთოდით არის დამზადებული.

ასეთი განსაცდელი საუკუნეში ერთხელ თუ ემართება კაცობრიობას და როდის თუ არა ასეთ ვითარებაში უნდა გამოჩნდეს ადამიანების (მათ შორის პოლიტიკოსების თუ პარტიების) პაუხისმგებლობა და ვიწრო ინტერესებზე მაღლა ხალხის ინტერესების დაყებება.

“ვაქცინების ომი” უნდა შეწყდეს. რისკების შეფასება უნდა მოხდეს პირუთვნელად, ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე და არა პოლიტიკური, ფინსნსური თუ ცალკეული პირების ამბიციების დასაკმაყოფილებლად”, -წერს რომან გოცირიძე Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...